- ქართული მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომლის ხმა და ემოცია მსმენელს ყოველთვის განსაკუთრებულად ამახსოვრდება, გახლავთ – ედი ბერიძე. 🌟
- მომღერალი ძირითადად ასრულებს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე საესტრადო ჟანრის სიმღერებს, სადაც განსაკუთრებული ადგილი უკავია სენტიმენტალურ და სიყვარულის თემატიკას. მისი შემოქმედება აერთიანებს გულწრფელობას და ტომანტიკულ სიღრმეს. უკვე წლებია, რაც ედი ბერიძე აქტიურად მოღვაწეობს ქართულ შოუ ბიზნესში და მსმენელის უზომო სიყვარულით სარგებლობს.
- სწორედ ამ საინტერესო და მრავალფეროვანი გზის შესახებ ესაუბრა რადიო Canal TSF ქართველ ვარსკვლავს, სადაც მან გაგვიზიარა თავისი გამოცდილება, ხედვები და სამომავლო გეგმები.
- – მოგესალმებით ედი, მადლობას გიხდით,რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე.თუ შეიძლება მცირე ბიოგრაფია რომ მოუყვეთ რადიო Canal TSF -ის მსმენელს, ვინ არის ედი ბერიძე?
- დიახ,სიამოვნებით გაგესაუბრებით.პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რადიო Canal TSF -ს გამოხმაურებისთვის🙏დავიბადე და გავიზარდე აჭარაში,კერძოდ სოფ.მახინჯაურში,ბავშობიდან მიტაცებდა მუსიკის სიყვარული ვმღეროდი ანსამბლშიც, დღეს საკმაოდ ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი ადამიანი ვარ.
- როგორ დაიწყო თქვენი სასცენო კარიერა?
- ჩემი სასცენო კარიერა დაიწყო ჩემი მეგობრების ძალისხმევით, განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევდა უნიჭიერესი მომღერალი გიორგი ჩიტაური.
- გახსოვს, რომელი იყო თქვენი პირველი სიმღერა, რომლის მეშვეობითაც ხალხმა გაგიცნო?
- ჩემი პირველი სტუდიური სიმღერა რა იქნებოდა თუარა დედაზე❤️რამაც საკმაო ემოციები გამოიწვია მსმენელში და დიდი წარმატება მომიტანა.
- რომელიმე გრანდიოზულ პროექტში თუ გაქვთ მონაწულეობა მიღებული?
- გამორჩევით ვერც ერთს გამოვარჩევ,მონაწილეობა მაქვს მიღებული უამრავ მუსიკალურ პროექტებში,რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- გენიალური სიმღერები, რომელსაც ასრულებ, თითქმის მთელმა საქათველომ იცის ზეპირად 🥰 სიმღერის ტექსტის შექმნაზე თქვენ მუშაობთ?
- ტექსტზე არასოდეს მიმუშავია,რადგან ბევრი ნიჭიერი პოეტი მაძლევს ლექსებს ასამღერებლად,თუმცა მომავალში შეიძლება,ჩემ ტექსტზეც ვიმუშაო .
- სულ რამდენი საავტორო სიმღერა არსებობს თქვენი მუსიკალური მოღვაწეობის პერიოდში?
- ჩემი მუსიკალური მოღვაწეობის პერიოდში უკვე საკმაოდ ბევრი სიმღერა დაგროვდა, და ყოველი მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია.❤️
- როგორ ფიქრობთ, რა უყვარს თქვენს მსმენელს იმ მუსიკალურ ქმნილებაში, რამაც განაპირობა თქვენი უსაზღვრო პოპულარობა?
- ჩემ მსმენელს ჩემში უყვარს ის გულწრფელი ემოცია რასაც სიმღერის დროს ვდებ.ვირგებ ყველა ჟანრის მუსიკას და ჩემი ემოციაც ისეთია,როგორ სიმღერასაც ვასრულებ.
- რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობას, რამდენად მოთხოვნადია თქვენი სტუმრობა ემიგრანტებისთვის და რომელ ქვეყნებში გაქვთ მუსიკალური ტური ჩატარებული?
- ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ემიგრანტების მხრიდან და ხშირად ვსტუმრობ მათ.მუსიკალური ტური ჩატარებული მაქვს თურქეთში,საბერძნეთში,იტალიაში, ესპანეთში და საფრანგეთში.
- -იცი, რომ საფრანგეთში ყავს უცხოელი მსმენელი ლეგენდარულ ედი ბერიძეს ? 😁
- სულ ახლახანს გავიგე საფრანგეთში ახალი მსმენელის შესახებ 🥰 მასთან სამომავლოდ დუეტიც იგეგმება,რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და ვფიქრობ წარმატების მომტანიც იქნება, თუმცა ბევრი მსმენელი მყავს საზღვარგარეთაც,რაც დიდ მოტივაციას მაძლევს,ჩემი მუსიკალური სფეროს განვითარებაში.
- ზაფხულის სეზონი ახლოვდება და ამ ეტაპზე რომელ ქვეყნებში გაქვს ჩანიშნული მუსიკალური ტურის ჩატარება?
- დიახ ვიწყებ ზაფხულის ტურებს.პირველი კონცერტი ჩანიშნულია თურქეთში ქალაქ ანკარაში.ივნისის თვეში ,იტალიის სხვადასხვა ქალაქებში და ალბათ სხვა ქვეყნებიც დაიგეგმება.
- ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ გეგმავთ ასევე საფრანგეთში ჩამოსვლას ტურის ფარგლებში, კერძოდ ქალაქ რენში. თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ იდეის შესახებ?
- დიახ, ნამდვილად იგეგმება ქალაქ რენში კონცერტი,ზუსტი რიცხვი ამ ეტაპზე უცნობია.
- რომელია თქვენთვის ფავორიტი სიმღერა, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოგიტანათ.?
- ჩემი ფავორიტი სიმღერაა ,,ისევ მინდა შენთან », რომელმაც მსმენელის გული დაიპყრო და დღემდე ლიდერობს ჩემ შემოქმედებაში. ამ სიმღერამ მომიტანა დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული. ამისთვის მადლობა ტექსტის ავტორს- ნინი ბანცურს❤️
- და ბოლოს, რა სამომავლო გეგმები გაქვთ? ხომ არ გეგმავთ ახალი სიმღერის ჩაწერას ან ალბომის გამოშვებას?
- სამომავლო გეგმები ყოველთვის მაქვს,ჩემ მსმენელს ვანებივრებ ჩემი ახალი სიმღერებით და ალბათ ალბომის გამოშვებაზეც ვიმუშავებ.🥰
- შეგახსენებთ, ედი ბერიძესთან საუბარი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მუსიკა მხოლოდ ხმა არ არის — ეს არის ემოცია, განცდა და გულიდან წამოსული სიყვარული. რომლის მაგალითსაც გვაძლევს, მსმენელის მრავალწლიანი სიყვარული მომღერლის მიმართ. რადიო Canal TSF უსურვებს დიდ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და კიდევ ბევრ დაუვიწყარ სიმღერას ვარსკვლავურ კარიერაში.






ესაუბრა : ხატია გარაშვილი.

Laisser un commentaire