Titre : Chargement…
Artiste : Chargement…

გიორგი ჩერქეზია- თანამედროვე საქართველოს პოეტი, რომელსაც უნდა იცნობდეთ

  • არსებობს სიტყვები,რომლითაც უბრალოდ საუბრობ და არსებობს სიტყვები,რომლებიც უნდა იგრძნო…გულიდან გადმოტანილი და ფურცლამდე მისული…

სწორედ ასეთ სამყაროს გვიხსნის, პოეტი – გიორგი ჩერქეზია.რომლის სტრიქონებშიც გენიალურობის სუნთქვა ისმის.

მისი პოეზია,ხშირად მოგვაგონებს ტერენტი გრანელისთვის დამახასიათებელ ფაქიზი წერის სტილს და სიღრმეს.

თუმცა, ამავე დროს გიორგი ჩერქეზია ქმნის საკუთარ,უნიკალურ ხმას და მელოდიას თითოეულ ლექსში.

გთავაზობთ ინტერვიუს პოეტთან, რომლისთვისაც წერა არამხოლოდ შემოქმედებაა, არამედ არსებობის ფორმა:

  • გიორგი, კიდევ ერთხელ მადლობა,რომ დრო დაგვითმეთ და ინტერვიუზე დაგვთანხმდით. გავაცნოთ თქვენი თავი რადიო Canal TSF – მსმენელს, ვინ არის გიორგი ჩერქეზია?

  • გამარჯობა. მადლობა თქვენ,სურვილი რომ გაგიჩნდათ ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის.

გიორგი ჩერქეზია არის ერთი უბრალო ადამიანი, რომელიც ცხოვრობს პოეზიით.

  • როდის აღმოაჩინეთ, რომ მართლაც ფასდაუდებელი ნიჭით ხართ დაჯილდოვებული?

  • ნიჭზე ვერაფერს ვიტყვი, წერას რაც შეეხება, 18-19 წლის ასაკში მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი ემოციების ლექსებში გადატანა.

  • რომელი იყო თქვენი პირველი ლექსი, გახსოვთ?

  • პირველი ლექსი რაც დავწერე, იუმორისტული ჟანრის იყო, თავს ვირთობდი. შემდეგ როგორც ყველამ, მეც გავბედე სიყვარულზე დამეწერა😁

  • თუ გქონიათ განცდა, რომ რომელიმე გამოჩენილი პოეტის და შემოქმედებითი სტილის ზეგავლენის ქვეშ იყავით ?
  • გავლენის რა გითხრათ და წერა, ტერენტი გრანელის ლექსების ხშირი კითხვის შემდეგ დავიწყე.
  • გაქვთ თუ არა მონაწილეობა მიღებული, რომელიმე შემოქმედებით კონკურსში, სადაც ფართო აუდიტორიამ გაიცნო პოეტი გიორგი ჩერქეზია?
  • კონკურსში არასდროს მიმიღია მონაწილეობა და სოციალური ქსელის და ასევე პოეზიის საღამოების შედეგად, ასე თუ ისე საკმაო რაოდენობის ადამიანი მიცნობს და კითხულობს ჩემს ლექსებს.
  • როგორ ფიქრობთ, რა აქვს განსაკუთრებული თქვენს პოეზიას, რამაც განაპირობა მკითხველის უზომო სიყვარული ?
  • ალბათ ის რომ უმეტესობა საკუთარ თავს ხედავს.
  • როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია თავის დამკვიდრება და მკითხველის ერთგულების მოპოვება, ე.წ თანამედროვე პოეტებ შორის?
  • რთულია შეინარჩუნო საკუთარი იდენტობა და არ მოერგო « თანამედროვეობა »-ს,ხალხს უყვარს განსხვავებულობა და თუ იქნები განსხვავებული, ხარისხიც ნელ-ნელა მოიმატებს, როგორც შემოქმედებაში ასევე მკითხველში.
  • როგორ ფიქრობ, რა არის ის ,,განსხვავება » , რითიც გამოირჩევით?
  • მუსიკა, რომელიც ყველა პოეტის ლექსში სხვადასხვაგვარად ისმის, ალბათ მეც საკუთარი მუსიკა მაქვს.
  • რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს, ხომ არ გეგმავთ თქვენი ლექსების კრებულის გამოცემას?
  • ერთი კრებული უკვე მაქვს რომელიც წლების წინ გამოიცა, მას შემდეგ ვთვლი რომ თავადაც შევიცვალე და ჩემი ლექსებიც შეიცვალა, ახლო მომავალში წესით უკვე იქნება გამოცემული ჩემი მეორე კრებულიც.
  • და ბოლოს, დაუტოვეთ თქვენი ფავორიტი საავტორო ლექსი ჩვენს მსმენელს:
  • * დახურე წყეული პალატის კარები,
  • ძინავსთქო – უთხარი ნემსიან ექიმებს.
  • გიჟი ვარ. ხომ ხედავ, მოშავო თვალებში
  • სისხლიან სიმებს და მოშავო წერტილებს?
  • შემხსენი უკნიდან შეკრული ხალათი,
  • წამო რა, უბრალოდ ფანჯრიდან გადავხტეთ.
  • შენ არ გაქვს თოვლივით მოთეთრო ბარათი?
  • მე მაქვს და ორივეს გვეყოფა.
  • დაღამდეს, იქნება წყეული ეს შუქიც გამორთონ,
  • ვერ ვიტან სინათლეს.(თავადაც ვერ მიტანს)
  • გახსოვდეს არასდროს, არასდროს არ მოგთხოვ –
  • გიყვარდე…
  • რა გინდა ჩემნაირ შეშლილთან?!
  • ბავში ხარ,
  • იმდენად სუფთა და პატარა
  • თავადაც ვერ ვხვდები, რით დაგიმსახურე.-
  • – გიყვარვარ?-
  • -მიყვარხარ!…მიყვარხარ…!
  • აბა რა….
  • მაშინ გთხოვ პალატის კარები დახურე…💜

შეგახსენებთ, რომ ჩვენი რესპოდენტი გახლდათ – გიორგი ჩერქეზია.

პოეტი, რომლის შემოქმედებაც გულწრფელობითა და ემოციით გამოირჩევა.
მადლობა, რომ ხართ
Canal TSF -ის ერთგული მსმენელი.

Commentaires

Laisser un commentaire

Votre adresse e-mail ne sera pas publiée. Les champs obligatoires sont indiqués avec *